вторник, 14 апреля 2009 г.

რუსთავის მე-12 სკოლა

ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრა
ჩვენს სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის ამოცანაა მოსწავლეებს მისცეს მაღალხარისხიანი განათლება,ჩამოაყალიბოს ისინი საქართველოს ღირსეულ,სასიქადულო მოქალაქეებად. ამ მიზნის მისაღწევად ძალას და ენერგიას არ ზოგავენ კათედრის წევრები, რომელთაც გვერდში უდგას სკოლის დირექცია.
ქართული ენის საუკეთესოდ შესწავლის მიზნით ყველა არა ქართულ კლასში გაზრდილია საათების რაოდენობა.ანბანის შესწავლა რუსულ და აზერბაიჯანულ სექტორზე II კლასიდან იწყება,ჩვენი პედაგოგების მიერ შედგენილია კალენდარული გეგმები. სწავლა მიმდინარეობს ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად , რაც ხელს უწყობს ჩვენს კურსდამთავრებულებს იყვნენ კონკერენტუნარიანი აბიტურიენტები.
კათედრა აქტიურად იყენებს ახალ ტექნოლოგიებს,ტარდება ღია გაკვეთილები, ტესტირება, საკონტროლო წერები, ღირსშესანშნავ დღეებთან დაკავშირებით ეწყობა სასკოლო ლიტერატურული გაზეთების გამოფენა.
ყოველწლიურად ტარდება ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული , რომლის განმავლობაშიც იმართება ლიტერატურული საღამოები ,გამოფენები, ინტრლექტუალური თამაშები.ამ პერიოდში მოსწავლეები მეტი ყურადღებითა და აქტიურობით ეკიდებიან სასწავლო პროცესს, მაქსიმალურად ცდილობენ წარმოაჩინონ საკუთარი შესაძლებლობები.
ჩვენთან ფუნქციონირებს მხატვრული კითხვის წრე.საუკეთესონი იგზავნებიან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ჩატარებულ ნორჩ დეკლამატორთა კონკურსზე,იღებენ პირველი და მეორე ხარისხის დიპლომებს (ს.გაგნიძე; ბ.სტეფანიანი ;დ,გასიევი;ს.კობერიძე ;ი.არუთინოვი ;კ.აგაევი; ი.ძაბუნიძე; თ.მექერიშვილი)
ახლაც დაგეგმილია მონაწილეობა ესთეტიკური აღზრდის ცენტრის მიერ წარმოდგენილი მხატვრული კითხვის კონკურსში:ა),,პოეტთა და მუსიკოსთა მუზა”, ბ)მხატვრული კითხვა(ლექსი,პროზა) და საგნობრივ ოლიმპიადებში.
ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრა აქტიურად მუშაობს საგნის სწავლების დახვეწის საკითხებზე, მუშავდება რეკომენდაციები.კათედრა მზად არის ყოველგვარი საუკეთესო სიახლეების დასანერგად.

ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის კვირეულში ჩასატარებელი ღონისძიებების გეგმა
14.04.09 ენის დღესთან დაკავშირებით გაზეთებისა და პლაკატების გამოფენა ,ქართული ჰანგები კვირეულის განმავლობაში
კვირეულის მიმდინარეობა 27.04.09 – 1.05.09
I ცვლა
27.04.09 ლ.ბორცვძე ანა კალანდაძისადმი მიძღვნილი ღონისძიება
28.04.09 ნ.ფაჩულია ი.ჭავჭავაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება
29.04.09 გ.ფაჩულია ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება
30.04.09 მ.ილურიძე გაკვეთილი
1.05.09 თ.ოთარაშვილი ვაჟა ფშაველას სახელობის კაბინეტის პრეზენტაცია
II ცვლა
27.04.09 ლ.ისაევა, ღონისძიება
28.04.09 თ.ხუციშვილი კონკურსი “მე ვსწავლობ ქართულს”
29.04.09 ლ.ჯავახაძე შიდა საკლასო ღონისძიება ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი
30.04.09 თ.ხუციშვილი ღონისძიება “ო,ენავ ჩემო”
1.05/09 დ.ბიწაძე
ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის გამგე: /თ.ოთარაშვილი/



მხატვრული კითხვის წრე


რუსთავის მე-12 საჯარო სკოლა წლების მანძილზე ახორციელებს კეთილშობილურ მისიას..აქ შექმნილია ჯანსაღი გარემო მოსწავლეთა გონებრივი , ესთეტიკურ- ჰარმონიული განვითარების .
მოსწავლეთა ჰარმონიულ განვითარებას ემსახურება სკოლაშ ი არსებული მხატვრული კითხვის წრე (ხელ-ლი: ნინო ფაჩულია), რომლის მიზანია ნიჭიერ მოსწავლეთა , ნორჩ დეკლამატორთა გამოვლენა ; მხატვრული კითხვის საჭირო ღირსების წარმოჩენა , შემოქმედებითი ნიჭის , არტისტიზმის სრული რეალიზება , შესრულების კულტურაზე ზრუნვა- დახვეწა.
ჩვენი სკოლის ნორჩი დეკლამატორები წლების მანძილზე აქტიურ მონაწილეობას ღებულობენ როგორც საქალაქო , ასევე რესპუბლიკურ ღონისძიებებში . არაერთგზის დაჯილდოვდნენ სიგელებით , დიპლომებითა და მედლებით .
გასულ სასწავლო წელს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ჩატარებულ ნორჩ დეკლამატორთა კონკურსში მიღწეული წარმატებებისათვის , ჩვენი სკოლის მოსწავლეები დაჯილდოვდნენ ოქროსა და ვერცხლის მედლებით , ასევე პირველი და მეორე ხარისხის დიპლომებით . ესენიარიან: საბა გავნიძე , სანდრო კობერიძე , გრაჩი სტეფანიანი , ილონა არუთინოვი , კონული აგაევი , დიანა გა სიევი , ირაკლი ძაბუნიძე , თეონა მექერიშვილი .

წრის ხელმძღვანელი: ნინო ფაჩულია




Комментариев нет:

Отправить комментарий